პოლიტიკა
შპს "კეთილმოწყობას" ახალი დირექტორი ჰყავს
ორი თვის წინ დანიშნული შპს "კეთილმოწყობის" ხელმძღვანელი შეიცვალა.

პოზიციაზე კობა კურტანიძე დაინიშნა. მან ამ პოსტზე გიორგი ბაგინაშვილი ჩაანაცვლა.

კობა კურტანიძეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამცხე–ჯავახეთის უფროსის პოზიცია 2014 წელს ერთი წლით ეკავა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ კურტანიძის დანიშვნის ბრძანება 28 მარტს დაიწერა. საკადრო ცვლილების მიზეზად კი ყოფილი უფროსის პირად განცხადებას ასახელებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ გია ბაგინაშვილმა სამსახურიდან წასვლის მიზეზად, ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

ბაგინაშვილმა "მე–9 არხთან" აღნიშნულზე საუბარი არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ გია ბაგინაშვილი შპს „ვალეს კომუნალური გაერთიანების" უფროსი იყო. მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, შპს–ებისა და ა(ა)იპ–ების რეორგანიზაცია დაიწყო, რასაც მათი შერწყმა და ხელმძღვანელების შეცვლა მოჰყვა.

გია ბაგინაშვილი გაერთიანებული შპს–ს დირექტორად თებერვლის დასაწყისში დაინიშნა.
Print