პოლიტიკა
ახალი გუბერნატორი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის უფლებამოსილების შესრულებას კახა სამხარაძე 2 აპრილიდან შეუდგა.

დღესვე, ახალი გუბერნატორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ნიკოლოზ როსებაშვილთან ერთად რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.

შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 



Print