პოლიტიკა
"ზაზა ჩაჩანიძემ დაჩაგრულის მანტია შემოისხა" – გუბერნატორი ბორჯომის მოვლენებზე
"ქართული ოცნება" ბორჯომის საკრებულოში დაჩაგრულია – ასე უპასუხა რეგიონის პირველმა პირმა ადგილობრივი მედიის კითხვას ბორჯომში მიმდინარე მოვლენებზე.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატგორი თვითმმართველობაში სამთვიან კრიზისს დასრულებულს უწოდებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტში მმართველი ძალის ინტერესს გამორიცხცავს.

"ბორჯომის მოვლენებს პოლიტიკურ შეფასებას არ მივცემდი. რადგან ასე გადაწყვიტა თავად საკრებულომ. "ქართული ოცნება" არაფერ შუაშია. პირიქით, "ოცნება" მაგ საკრებულოში დაჩაგრულია. მერია იყო პარალიზებული. ხელფასები არ ჰქონდათ, პროექტების დაფინანსებაზე არ იყო საკრებულოს გადაწყვეტილება მიღებული და ა.შ. " – განაცხადა კახა სამხარაძემ.

გუბერნატორი მიიჩნევს, რომ ბორჯომის კრიზისი კონკრეტულმა პირებმა შექმნეს. "პიროვნულ დაპირისპირებაში გადადიოდა ეს ყველაფერი. ზაზა ჩაჩანიძემ დაჩაგრულის მანტია შემოისხა, თითქოს ჯეროვნად არ დააფასეს. როცა მუნიციპალიტეტის განვითარებაზეა საუბარი, პოლიტიკურმა დაპირისპირებამ საარჩევნოდ უნდა გადაიწიოს", – აცხადებს სამხარაძე.

გუბერნატორს ბორჯომის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრა ორ დღეში აქვს ჩანიშნული.
Print