პოლიტიკა
კახა სამხარაძე: ,,დაპირისპირება ბორჯომში პოლიტიკური კრიზისი არ იყო"
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, ბორჯომში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"მერიასთან მაქსიმალური კომუნიკაცია გვექნება,რომ რაც შეიძლება მეტი შევმატოთ ბორჯომის მუნიციპალიტეტს"- განაცხადა გუბერნატორმა.

კახა სამხარაძემ ბორჯომში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც შეაფასა და განაცხადა,რომ დაპირისპირება მერიასა და საკრებულოს შორის პოლიტიკური კრიზისი არ იყო.

თანამდებობრივი სარგოების გაზრდის მოთხოვნით დაწყებულ დაპირისპირებას,რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომით დასრულდა, კახა სამხარაძე ხელოვნურ პროცესს უწოდებს.

Print