პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე: ,,ასეთი ცვლილება სწორი გამოსავალი იქნება და ორივე კომიტეტისთვის უკეთესი"
ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტს იცვლის.

გედევან ფოფხაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან, შესაძლოა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გადაინაცვლოს და ამ პოზიციაზე ვანო ზარდიაშვილი შეცვალოს, ხოლო თავის მხრივ, ზარდიაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავოს.


დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მედიასთან დაადასტურა, რომ მას სოფიო კილაძესთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, საერთოდ არ გაჩნიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია და თუკი ასეთი თანამდებობრივი ცვლილება განხორციელდება, ეს სწორი გამოსავალი იქნება და კომიტეტების ეფექტურ მუშაობასაც წაადგება.

“მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო უკეთესი იქნება, თუკი ვიქნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიდრე ვარ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ასეთი ცვლილება სწორი გამოსავალი იქნება და ორივე კომიტეტისთვის უკეთესი“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ის თანამდებობაა, რომელსაც კომიტეტი ხმათა უმრავლესობით უშუალოდ კომიტეტის თავმჯდომარის წარდგენით ირჩევს.

,,სულ იყო დავის საგანი და გარკვეული წინააღმდეგობის მიზეზი, რომ პრეზიდენტი შეწყალებას როცა იღებდა, ისმებოდა კითხვები - რატომ და რა სტანდარტით განახორციელა - იგრძნობოდა ორმაგი სტანდარტის არსებობა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.


Print