პოლიტიკა
აშშ–ს ელჩის ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში
აშშ–ის ელჩის მოვალობის შემსრულებლის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში დასრულდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში სკოლის გახსნის შემდეგ, ელიზაბეთ რუდი ახალციხეში თვითმმართველობის პირველ პირებს შეხვდა.

მხარეებმა მუნიციპალიტეტის პრობლემებზე ისაუბრეს. მერმა მათ გადაჭრაში დახმარება საელჩოს სთხოვა.

მერიაში ვიზიტამდე ელიზაბეთ რუდი ამერიკის კუთხის წევრებს შეხვდა.

Print