პოლიტიკა
ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით აფხაზეთში - 16, ხოლო ცხინვალის რეგიონში საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს
2018 წლის 1-ელი იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით

ოკუპირებულ აფხაზეთში - 16, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციის თანახმად, გასულ 2017 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით სულ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავების 52 ფაქტი დაფიქსირდა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი - 126.

ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ იდენტიფიცირებული, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ პირთა რაოდენობაში ცდომილება ჯამური ციფრის დაახლოებით 10-15% შეადგენს, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის მიმართულებით დაკავებულთა რაოდენობაში - 5-10%-ს. 



წყარო: ინტერპრესნიუსი
Print