პოლიტიკა
საქმიანი თუ მონური – ბორჯომში საკრებულოს სხდომა გაიმართა
მას შემდეგ რაც ბორჯომში, საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე იმპიჩმენტის წესით გადააყენეს და პოსტზე მისივე მოადგილე ,,პატრიოტთა ალიანსიდან"
გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს, საკრებულოს სხდომა პირველად გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ გასული ერთი თვის განმავლობაში, რაც მმართველმა პარტიამ პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლების ნაწილთან ერთად გააკეთა, ხელფასების გაზრდა და ფრაქციების დარეგისტრირება იყო. ლეიბორისტი გიორგი გიუაშვილი საკრებულოს ახალ ხელმძღვანელობას პროცედურების დარღვევასა და ოპოზიციის უგულვებელყოფაში სდებს ბრალს.

,,იქ სადაც ზარ–ზეიმით გადის სამარცხვინო გადაწყვეტილებები და ისევ ოპოზიციური საკრებულო ჰქვია, სირცხვილია რა. რომელ ოპოზიციურ საკრებულოზეა საუბარი, რასაც ვეწინააღმდეგებოდით, ამატებენ, აკეთებენ და სამარცხვინო გადაწყვეტილებებს იღებენ. არანაირ კომუნიკაციაზე არ გამოდიან, იმეილზე საბუთებს არ გვიგზავნიან. ბიუროს ატარებენ ერთი საათით ადრე, საფინანსო კომისიას ატარებენ სხდომამდე ერთი საათით ადრე, რა საკითხების დაბლოკვასა და უკან დაბრუნებაზეა საუბარი, საფინანსო კომისიამ, რომელმაც უნდა გაიაროს რამდენიმე გვერდი საფინანსო დოკუმენტაციისა – რას აკლებენ, რას უმატებენ, რას შვრებიან ერთი საათით ადრე არავინ იცის – ფორმალობაა რა, ყველაფერზე ხელი აქვთ ბრმად აწეული“ – განმარტავს ლეიბორისტი დეპუტატი.

გამართულ საკრებულოს სხდომას არ დასწრებია არც ყოფილი თავმჯდომარე. ზაზა ჩაჩანიძე ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ტენდერების გამოცხადებასთან ერთად მმართველი გუნდის ინტერესებიც გამოჩნდება. ასევე ცხადი გახდება, რის გარშემო გაერთიანდა ქართული ოცნება და პატრიოტთა ალიანსი.

,,დაიწყება ახლა პროექტები და მანდ გამოჩნდება ის ინტერესები, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით – არახარისხიანად ჩაბარებული ტენდერები და პრობლემები. აქამდე ამ ყველაფერს გამგებელი განკარგავდა და ახლა მოქმედი მერი თუ ვინ გადაიბარებს ცოტა დროა საჭირო და მაგის კურატორიც გაირკვევა. ეს რომ ასე გაგრძელდება უკვე ჩანს. ვფიქრობ, პრობლემა მიდგომაშია და არა პიროვნებებში –როცა მიდგომაა ასეთი, რომ ყველაფერზე თვალს გიხუჭავენ, ოღონდ იყავი მონა, ვფიქრობ, რომ არაფერი შეიცვლება“ – აცხადებს ზაზა ჩაჩანიძე.

შექმნილი ვითარების გამო, საკრებულოს მორიგ სხდომას ერთადერთი, ვინც ოპოზიციიდან დაესწრო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია. ბაკურ გელაშვილი მზად არის ბორჯომისთვის საჭირო საკითხებს მხარი დაუჭიროს, თუმცა ამბობს, რომ გამართულ სხდომაზე მხოლოდ ბუნდოვანი საბიუჯეტო ცვლილებები განიხილეს.

,,საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი იყო დასუფთავების ხარჯებთან დაკავშირებით ააიპ–ების წარმოდგენა, სადაც ითხოვდნენ შტატგარეშე თანამშრომლების აყვანას, სეზონის მანძილზე. მაშინ, როცა ჩვენ მთელი ამ ხნის მანძილზე, მათ შორის ის ,,პატრიოტებიც“, რომლებიც ოპოზიციაში იყვნენ თავიდან, სიპების და ააიპების საშტატოების წარმოდგენას და მათ არაერთხელ მიმართა საკრებულომ, თუმცა ამ დრომდე ჩვენ არ გვაქვს წარმოდგენა, რა რაოდენობის ადამიანები მუშაობენ, რა ანაზღაურებით და ა.შ. შესაბამისად, მე ამ საკითხებს მხარი არ დავუჭირე“ – განმარტავს ენმ–ს წევრი ბაკურ გელაშვილი.

ოპონენტების ბრალდებებს მმართველი ძალიდან ვანო შალუტაშვილი პასუხობს. ამბობს, რომ იმპიჩმენტის შემდეგ პირველივე სხდომა იყო საქმიანი. იგი იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელზეც საკრებულო უახლოესი ერთი თვის მანძილზე მუშაობას აპირებს.

,,არის მთელი რიგი საკითხებისა, რომელსაც მოსახლეობა ითხოვს და პრიორიტეტულად დღის წესრიგში დგას, მოსახლეობა ითხოვს ავტოპარკის განახლებას, რომელიც მოძველებულია და აქამდე ვერ მოხერხდა ამ თემის წინ წამოწევა. არის კიდევ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც არამარტო მოსახლეობის, არამედ ზოგადად ყველას პრობლემაა და მისი ინიციატორი მუნიციპალიტეტია. არის კიდევ კერძო ხასიათის პრობლემები – საყრდენი კედლების, შიდა ქუჩების, ჩიხების მოასფალტება. შეიკრიბება საფინანსო კომისია, ჩვენ დავესწრებით ამ კომისიებს, რომელიც უფრო სწრაფია. ფრაქციების სახელით დავესწრებით ბიუროს სხდომასაც, სადაც წინასწარ იქნება საკითხები გავლილი საკრებულომდე და შემდეგ საკრებულოსთვის მოვამზადებთ ამ ყველაფერს“ –აცხადებს დეპუტატი ,,ქართული ოცნებიდან“ ვანო შალუტაშვილი.

მორიგი საკრებულოს სხდომა 30 მაისს ჩაინიშნა. ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, დაესწრებიან თუ არა მომდევნო სხდომას. საკრებულოს დეპუტატებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი უნდა განკარგონ, რომელიც 2018 წლისთვის 23 მილიონ ლარს შეადგენს.

Print E-mail
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 7 °C
img
ახალქალაქი 6 °C
img
ასპინძა 10 °C
img
ადიგენი 18 °C
img
ბორჯომი 12 °C
img
თბილისი 15 °C
img
აბასთუმანი 8 °C
img
ბაკურიანი 7 °C
img
ნინოწმინდა 6 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7924
EUR
EUR
1
2.8532
RUB
RUB
100
2.8408
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6728
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 Girişporn moviecasibomcasibomEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.com hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbet girişsekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobiljojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibombakırköy escorttrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahispremikssigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupcasibom giriş twitterbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetgrandpashamobilbahisbaywin