პოლიტიკა
საპროტესტო აქცია და ქვეყანა პრემიერის გარეშე
სომხეთის ეროვნულმა კრებამ 1–ლ მაისს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვერ აირჩია, რომელზეც ერთადერთი კანდიდატი ნიკოლა ფაშინიანი იყო წარდგენილი.

მას მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა. პრემიერის ასარჩევად 53 დეპუტატის მხარდაჭერა იყო აუცილებელი.

საკითხი პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განიხილეს. ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ ხმა მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატებმა მისცეს.

სომხეთში, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებმა ქუჩები გადაკეტეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიშიც. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ გიუმრის მერმა, სამველ ბალასანიანმა დატოვოს მმართველი „რესპუბლიკური პარტია,“ ან გადადგეს მერის თანამდებობიდან.

ერევნიდან 120 კილომეტრში მდებარე გიუმრიში მდებარეობს რუსული ბაზა, სადაც დისლოცირებულია 3 ათასამდე სამხედრო.

სომხეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია 2 მაისიდან განახლდა მას შემდეგ, რაც 1 მაისს, „რესპუბლიკური პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციის წინააღმდეგობის გამო პარლამენტმა ვერ შეძლო პრემიერ-მინისტრად აერჩია ოპოზიციის კანდიდატი, ნიკოლ ფაშინიანი.
Print