პოლიტიკა
ახალციხეში, ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი ფუძნდება
აღნიშნულის შესახებ პარლამენტში გამართულ პრესკონფეტენციაზე რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ზაზა გაბუნიას თქმით, პირველი შეხვედრა 5-6 მაისს ახალციხეში გაიმართება.

"ამ ინიციატივის მიზანია შეიქმნას მაღალი დონის,მუდმივმოქმედი და ფორმალიზებული საკონსულტაციო მექანიზმი ცენტრსა და თვითმმართველობას შორის, რაც გაზრდის ინსტიტუციური დიალოგის შესაძლებლობას და ცალკეულ სექტორულ მიმართულებებში არსებულ გამოწვევებზე თანამშრომლობას გადაიყვანს სრულიად ახალ სიმაღლეზე"- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, დეცენტრალიზაციის დაანონსებული რეფორმის ფარგლებში ასე მუდმივმოქმედი დიალოგის ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეფორმით განთვალისწინებული სამუშაოების ეფექტურად შესასრულებლად.

წყარო: www.ipress.ge
Print