პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ–მინისტრია
სომხეთის პარლამენტმა მეორე ცდაზე პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის ლიდერი ნიკო ფაშინიანი აირჩია. ფაშინიანს მხარი 59 დეპუტტმა დაუჭირა,

42 წინააღმდეგი იყო. შესაბამისად, ოპოზიციის 46 წევრის გარდა, მას ხმა რესპუბლიკური პარტიის წევრმა 13 პარლამენტარმაც მისცა.

სომხეთის პარლამენტმა წინა მცდელობის დროს ვერ აირჩია მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი. მას მხარი მაშინ 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, ასარჩევად კი 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. თუ 8 მაისს, პარლამენტი პრემიერ-მინისტრს კვლავ ვერ აირჩევდა, კანონის მიხედვით პარლამენტი ავტომატურად დაითხოვებოდა.

პარლამენტის დათხოვის შემთხვევაში კი ახალი არჩევნების ჩატარება გახდებოდა საჭირო. ასეთ შემთხვევაში იზრდებოდა რისკი, რომ რესპუბლიკური პარტია უმრავლესობით ვერ შევიდოდა პარლამენტში.

დღეის მდგომარეობით, სომხეთში პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა ერთ პოლიტიკურ გუნდს მიეკუთვნება, პრემიერი - მეორეს. 

სომხეთში, სავარაუდოდ, კოჰაბიტაციის პერიოდი დაიწყო.

Print