პოლიტიკა
გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა
შინაგან საქმეთა მინისტრი ამ წუთებში (00:21 წთ) აქციის მონაწილეებს ხვდება და ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდებს. აქციის მონაწილეთა

სკანდირების გამო, შეხვედრა გიორგი გახარიამ ბოდიშის მოხდით დაიწყო და სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა. მინისტრის გამოსვლამდე, "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენელმა ბექა წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს ის შეთავაზებები გააცნო, რომელიც შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

წიქარიშვილის თქმით, ხვალ, 10:00 საათზე დაიგეგმა შეხვედრა, სადაც იმსჯელებენ პარასკევს ღამით განვითარებულ მოვლენებზე და მინისტრი მზად არის, პასუხი აგონ, ვინც გადაცდომები ჩაიდინა.

ასევე, გახარია მათ დაჰპირდა, რომ განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონზე მუშაობა და კონკრეტული პროგრესი იქნება რამდენიმე დღეში. წიქარიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ეს წინადადებები მისაღებია, რასაც აქციის მონაწილეები არ იზიარებენ.

მათი თქმით, მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს და გადადგეს. აქციის მონაწილეების შეძახილების შემდეგ, წიქარიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებაზე დამატებითი კონსულტაციის შედეგად მოითათბირებენ.

აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას, დაპირებების შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა მისცეს საპროტესტო გამოსვლები შაბათს, 19 მაისამდე, შეაჩერეს.




რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს ერთ კვირიანი ტაიმ-აუიი აიღონ. ბექა წიქარიშვილის განცხადებით ამ ხნის განმავლობაში ორგანიზატორები იმუშავებენ შს მინისტრის გაცემულ დაპირებებზე და თუ კი ისინი არ შესრულდება, მაშინ აქციები განახლდება.

„თუ არ შესრულდება დანაპირები გავაგრძელებთ პროტესტს. ერთ კვირიან ვადას ვიღებთ იმისთვის, რომ სამუშაო პროცესს დავაკვირდეთ, შაბათი იქნება გადამწყვეტი. ვაანონსებთ უფრო ორგანიზებულ და დიდ აქცია,“-განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

ის აქციის მონაწილეებს დაემშვიდობა შაბათამდე.
Print