რელიგია
ნინოწმინდის ბავშვთა სახლი სახალხო დამცველის აპარატს უნდობლობას უცხადებს
სახალხო დამცველის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის ჩატარების მიზნით, 12 სექტემბერს, მივიდნენ. 

სახალხო დამცველის წარმომადგენელთა ვიზიტის პასუხად საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ნინოწმინდის წმ. ნინოს ბავშვთა პანსიონატის ოფიციალური ფეისბუქის გვერდზე, ასევე, 12 სექტემბერს, გამოქვეყნდა განცხადება, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენელთა არშეშვების მიზეზი იყო განმარტებული.

,,12 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქ. ნინოწმიდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში მოსული იყვნენ სახალხო დამცველის (ნინო ლომჯარია) აპარატის თანამშრომლები. მათ მოითხოვეს ბავშვებთან გასაუბრება. რადგანაც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საჯაროდ ითხოვს ჰომოსექსუალიზმის და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში და ეწევა ასეთი გახრწნილების და მომაკვდინებელი ცოდვების პროპაგანდას, ამიტომ ბავშვთა სახლის ხელმძღვანელობამ ამ აპარატის თანამშრომლებს გამოუცხადა უნდობლობა და მოსთხოვა რომ ამ გასაუბრებას დასწრებოდნენ ბავშვთა სახლში მომსახურე სამღვდელოება და ბავშვთა სახლის ზედამხედველი. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს. მაშინ ბავშვთა სახლის ხელმძღვანელობამ მათ მოსთხოვა ბავშვთა სახლის ტერიტორიის დატოვება. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა დასტოვეს ბავშვთა სახლის ტერიტორია".
| Print |