რელიგია
უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას მალე მიიღებს - მსოფლიო პატრიარქი
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას მალე ავტოკეფალიას მიანიჭებს.

აღნიშნული განცხადება მან სტამბოლში, უკრაინის გენერალურ კონსულთან ალექსანდრე გამანთან საუბარში გააკეთა.

„ახლა დადგა უკრაინის ჯერი, რომელიც ავტოკეფალიას სულ მალე მიიღებს. იმედია, არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს მაინც მოხდება, რადგან ეს უკრაინის უფლებაა“, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

მისივე თქმით, კიევს ასეთი სტატუსის მიღების უფლება აქვს.
| Print |