რელიგია
27 სექტემბერს ჯვართამაღლება აღინიშნება
მართლმადიდებელი სამყარო 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.


დღესასწაული მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აღამაღლა.

იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება ქრისტიანებისთვის სულიერი ამაღლების მაგალითია.

27 სექტემბერს ჯვართამაღლებას მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ.
| Print |