რელიგია
,,აქსიოს" – ეპარქიას ორი სასულიერო პირი შეემატა
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას დღეს ორი სასულიერო პირი შეემატა.

რაბათში, წმ. მარინეს სახელობის ტაძარში, მიტროპოლიტმა თეოდორემ აგარების მონასტრის ბერი ბართლომე (აბრამაშვილი) ბერდიაკვნის ხარისხში, ხოლო ასპინძაში მოღვაწე დიაკვანი დავითი (რიჟამაძე) მღვდლის ხარისხში აიყვანა.

მეუფე თეოდორემ საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ უფლის სამსახურში საკუთარი თავის უარყოფაზე, კაცთმოყვარებასა და მოყვასის დახმარებაზე იქადაგა.




| Print |