რელიგია
11 ნოემბერს ზარზმობა აღინიშნება
11 ნოემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე აღინიშნება.


დოკუმენტაციის მიხედვით, ,,მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მ/წლის 11 ნოემბერს, სცენის მონტაჟის სამუშაოები უნდა განახორციელოს არაუგვიანეს მ/წლის 10 ნოემბრისა, ხოლო დემონტაჟი არაუგვიანეს 13 ნოემბრისა".

ზარზმობის ჩასატარებლად ადიგენის მერიამ ტენდერი, 23 ოქტომბერს, 2 160 ლარზე გამოაცხადა.

ტენდერის პირობების მიხედვით გამარჯვებულ კომპანიას კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა ევალება.

ხელშეკრულება უკვე გაფორმდა ინდ.მეწარმე ლელა სულამანიძესთან, რომელმაც ტენდერის მიხედვით გათვალისწინებული ღონისძიებები 2090 ლარად უნდა ჩაატაროს.

09:30 სთ - ზარზმის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერში სადღესასწაულო წირვა - ლოცვა აღევლინება.

13:00 სთ - სოფელ ზარზმაში, ზარზმობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო კონცერტი გაიმართება.

15:00 სთ -ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე ფეხბურთის ფედერაციიდან მოწვეულ ვეტერან ფეხბურთელებსა და ადგილობრივ ვეტერანებს შორის გაიმართება საფეხბურთო მატჩი, აგრეთვე გაიმართება რეგიონალური ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 2007 წელს დაბადებულ მოზარდთა შორის.

| Print |