რელიგია
ადიგენში ზარზმობის აღნიშვნა დაიწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში, წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღის აღნიშვნა დაიწყო.

წმინდანის მიერ დაარსებულ ზარზმის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. მთელი დღე გაგრძელდება ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. სტუმრებისთვის მოეწყობა ტრაპეზი. ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე კი ფეხბურთის ფედერაციიდან მოწვეულ ვეტერან ფეხბურთელებსა და ადგილობრივ ვეტერანებს შორის საფეხბურთო მატჩია დაგეგმილი.

"ზარზმობა" სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 11 ნოემბერს, საეკლესიო მოღვაწის სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს, სოფელ ზარზმაში გრანდიოზულად აღინიშნება.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, ღონისძიების ორგანიზებისთვის, 2 090 ლარს დახარჯავს.
| Print |
თეგები: ზარზმობა /