რელიგია
ადიგენში ,,ზარზმობა" აღნიშნეს
მართლმადიდებლური ეკლესია 11 ნოემბერს საეკლესიო მოღვაწის წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღეს დილიდან სოფელ ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ საზეიმო წირვა აღავლინა.

წირვას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, სასულიერო და საერო პირები ესწრებოდნენ.



სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ასევე გაიმართა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. მოეწყო საფეხბურთო მატჩიც ვეტერანებს შორის.

მოწვეულმა სტუმრებმა მოსახლეობას ზარზმობის დღესასწაული მიულოცეს და შემდეგ მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

,,ზარზმობა“ სახალხო-რელგიური დღესასწაულია, როელიც ადიგენის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად აღინიშნება.

წმინდანი წარმოშობით კლარჯეთიდან იყო. მან lX საუკუნეში სხვა ბერებთან ერთად დაარსა ზარზმის მონასტერი და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა.



ზარზმობის ჩასატარებლად ადიგენის მერიამ ტენდერი, 23 ოქტომბერს, 2 160 ლარზე გამოაცხადა.

ტენდერის პირობების მიხედვით გამარჯვებულ კომპანიას კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა დაევალა.

ხელშეკრულება ინდ.მეწარმე ლელა სულამანიძესთან 2090 ლარზე გაფორმდა.
| Print |