რელიგია
მიტროპოლიტმა თეოდორემ ტაძრის საძირკველი აკურთხა
საბარგო სადგურზე საფუძველი წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარს ჩაეყარა. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ

ტაძრის საძირკველი აკურთხა. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია შემოწირულობებით შენდება.



,,ღვთის მადლითა და წყალობით, კეთილი ადამიანების დახმარებით დარწმუნებული ვართ ტაძრის მშენებლობა მალე დათავრდება. გაჩნდება ახალი კერა, სადაც მოსახლეობას შეეძლება მისვლა, ლოცვა და ღვთისკენ მიმავალი გზის პოვნა. ამ დასახლებაში ტაძარი არასოდეს ყოფილა და მიხარია, რომ ბავშვების მფარველი, წმინდა ბარბარეს სახელობის იქნება“ - აღნიშნა მეუფე თეოდორემ.




ტაძარი ეპარქიის მღვდელმთსახურმა მამა ნიკოლოზმა ჩაიბარა. საბარგო სადგურის მოსახლეობა დიდი ხანია ეკლესიის მშენებლობას ითხოვდა.

მამა ნიკოლოზი იმედოვნებს, რომ ეკლესიის მშნებლობა კეთილი ხალხის დახმარებით დროულად დასრულდება.

| Print |