რელიგია
,,ვის შეუძლია სიმძიმე სხვისი იტვირთოს?" - პატრიარქის ქადაგება
,,ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვებიც, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია"

– განაცხადა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა. ილია მეორე მრევლს ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვისკენ მოუწოდებს.

,,არის შემთხვევა, როცა უჭირს ადამიანს ტვირთვა სხვისი სიმძიმისა. თურმე ყოფილა უფრო მძიმე, იტვირთო სიხარული სხვისი, ვიდრე მწუხარება. მწუხარებას უფრო ადვილად იტვირთავ და სიხარულს უფრო მძიმედ.

აი ეს პერიოდი, რომელიც ჩვენ განვლეთ, პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით, ეს იყო გამოცდა ჩვენი ერისა და ჩვენმა ერმა გამოავლინა ბევრი უარყოფითი მხარე. ეს ძალიან საწყენია. ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვებიც, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია. არჩევნების დროს ერთი ხმითაც მეტი რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია. ამიტომ მე მინდა ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, ღმერთი არის სიყვარული და ეს სიყვარული, ეს სიკეთე, რომელსაც თქვენ გამოიჩენთ, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ. ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი"
– ამბიონიდან მიმართა მრევლს საქართველოს პატრიარქმა.

,,დარმუწნებული ვარ, ჩვენი ერი არ დაეცემა ისე, რომ შური იძიოს ან ცუდი გაუკეთოს ერთამენთს. მომავალ კვირას არის ინაუგურაცია პრეზიდენტის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როცა ქალი არის არჩეული, ქალბატონი არის არჩეული პრეზიდენტად".
| Print |