რელიგია
საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოში წელს უკვე რიგით მეორე წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობს. მასზე მღვდელმთავრები ეკლესიისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას მღვდელმთავრებმა განაცხადეს, რომ მათთვის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხები უცნობია.

მეუფე მელქისედეკმა და მეუფე ზოსიმემ თავის მხრივ აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

კითხვაზე, თუ რატომ არის აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხზე საპატრიარქოში, მეუფე ზოსიმემ განაცხადა, რომ "საქართველოს მდგომარეობა რთულია და ჩვენ მეტი გონიერება და სიფრთხილე გვმართებს".

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრეს თქმით კი, იმდენი პრობლემური საკითხია განსახილველი და დაგროვილი დღეს საქართველოს ეკლესიაში, რომ დღევანდელი სხდომა არ ეყოფა.

"თუ ნება იქნა, ალბათ, რამდენიმე დღე უნდა გაგრძელდეს სხდომები სინოდის კრებისა," - განაცხადა მეუფე პეტრემ.
| Print |