რელიგია
ილია მეორე 86 წლის გახდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს, ოთხ იანვარს 86 წლის გახდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს, ვლადიკავკაზში დაიბადა.

წმინდა სინოდმა ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩია, 25 დეკემბერს კი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ილია მეორის ინტრონიზაცია გაიმართა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინტრონიზაციიდან 41–ე წელი შესრულდა.
| Print |