რელიგია
ქრისტეშობის დღესასწაულს სარკმელში ანთებული სანთლით ხვდებიაან
მართმადიდებლური სამყარო 7 იანვარს, მაცხოვრის შობის დღესასწაულს ზეიმობს.

ღამისთევით წირვას რაბათის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის ლოცვა -კურთხევით შობის დღესასწაულს მორწმუნეები სარკმელში ანთებული სანთლით ხვდებიან, რითაც სიმბოლურად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.
ეს დღე ახალციხეში ტრადიციული ალილოთი აღინიშნება. 

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად 7 იანვარს, შობას ზეიმობენ სერბეთში, რუსეთსა და უკრაინაში. მთავარი საშობაო ლიტურგია ტრადიციულად ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარში გაიმართება. 

შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო.

დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 18 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება.

18 იანვარი, ნათლისღების წინა დღე კი მარხვაა.
| Print |