რელიგია
ახალციხეში შობა ალილოთი აღნიშნეს
მართმადიდებლური სამყარო 7 იანვარს, მაცხოვრის შობის დღესასწაულს ზეიმობს.

ეს დღე ახალციხეში ტრადიციული ალილოთი აღნიშნეს.

სასულიერო პირებმა, მრევლმა და თოვლის ბაბუამ, ახალციხის თითქმის ყველა ქუჩა გალობით შემოიარეს.

ადგილობრივი მოსახლეობა მათ ტკბილეულსა და საჩუქრებს წირავდა.

დეკანოზ იოანე გელაშვილის თქმით, შეგროვებული ნობათი ნინოწმინდის ბავშთა თავშესაფარს გადაეცემა.

| Print |