რელიგია
კათოლიკეები ნათლისღებას ზეიმობენ
კათოლიკური სამყარო დღეს, 13 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

არლის კათოლიკური სახლი მორწმუნეებს დღესასწაულს ულოცავს და წირვის ფოტოებს აქვეყნებს.

,,ჩვენს ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა აღევლინა, იკურთხა წყალი და ტრადიციულად, ავირჩიეთ სოფლის ნათლია, რომელიც სოფლის მკვიდრი თენგიზ ტატალაშვილია".


ნათლისღების დროს წყალში ჯერ მარილი, შემდეგ კი ჯვარი ჩადის.



ნათლისღების სადღესასწაულო წირვა, არალში, მამა დარიუშ კომადოვსკიმ აღავლინა.



წირვის შემდეგ მორწმუნეებს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ.
| Print |