რელიგია
მართლმადიდებლურ ტაძრებში წყალი იკურთხა
მართლმადიდებელი სამყარო 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც ახალი აღთქმის მიხედვით ერთ-ერთია შვიდი წმინდა საიდუმლოდან.

ახალციხის წმინდა ამაღლების სახელობის ტაძარში წყალი საღამოს ლოცვის შემდეგ, არქიმანდრიტმა დავით გვრიტიშვილმა აკურთხა.

სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში, სწორედ ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე.

ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

18 იანვარს, ტაძრებში მოძღვრების მიერ წყლის კურთხევა- წყალკურთხევა ხდება, რის შემდეგაც ეკლესიის მრევლსა და ყველა მსურველს შეუძლია სახლში წაიღოს ნაკურთხი წყალი.



ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება.
| Print |