რელიგია
,,იმდენი ზიზღი დავინახე სამღვდელოების მიმართ, რისი ღირსიც არ ვართ" – მამა ათანასე
არქიმანდრიტი ათანასე კარანაძე აცხადებს, რომ „ბენტლი“, რომლითაც ის თბილისში დააფიქსირეს, მას არ ეკუთვნის და საჭესთან ცნობისმოყვარეობის გამო დაჯდა.

გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით განცხადება მამა ათანასემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

გუშინ დაიდო ჩემი სურათები, სადაც მე ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში ვზივარ და ვასხამ საწვავს. აღნიშნული მანქანა არის 2006 წლის Bentli, რომელიც ეკუთვნის ჩემს ახლობელ ადამიანს. თუნდაც ცნობისმოყვარეობის მიზნით რომ დავმჯდარიყავი საჭესთან და მანქანა გამეტარებინა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემი კუთვნილებაა, ხვალ რომ PORSHE-ს საჭესთან დავჯდე ასევე ანალოგიური ცნობისმოყვარეობით, რომელიც ჩემს ბევრ ახლობელ ადამიანს ჰყავს, ე.ი ჩემია?

ამ კატეგორიას ის უფრო უხარია, რომ როცა წაქცეული ხარ, მაშინ გითანაგრძნოს, ხოლო შენი სიხარული და წარმატება კი არად ადარდებს. მე ამას გულისტკივილით ვამბობ, ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს წარმატება და კეთილდღეობა შემშურდეს.

ისე ცნობისთვის, ვისაც დააინტერესებს ჩემი პიროვნება, შეგიძლიათ Facebook-ზე ნახოთ ჩემი მონასტერი და თუ გექნებათ სურვილი, შემდგომში მობრძანდეთ და ადგილზე დაათვალიეროთ და ნახოთ, რა იყო 6 წლის წინ და ამჟამად როგორ გამოიყურება - ეს ყველაფერი, მადლობა ღმერთს, ჩემი და ჩემი გვერდში მდგომი ადამიანების შრომის შედეგია. მოინახულეთ ფოკის მამათა მონასტერი, რომელიც ფარავანის ტბაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ალპურ ზონაში, სადაც აღვიკვეცე და 8 წელიო დავყავი, რაი იყო 2004 წლამდე და შემდგომ როგორ გამშვენდა და კეთილმოეწყო.

მე ჩემს გაკეთებულ საქმეებზე არასოდეს არ მილაპარაკია, მაგრამ იმდენი ზიზღი დავინახე არამარტო ჩემს მიმართ, არამედ მთლიანი სამღვდელოების მიმართ, რისი ღირსნიც არ ვართ. ყველას თავის ცოდვას ღმერთი მოჰკითხავს“,
– წერს მამა ათანასე.
| Print |