რელიგია
კათოლიკეებისთვის დიდმარხვა დაიწყო
კათოლიკურმა სამყარომ 40-დღიანი მარხვა დაიწყო.

6 მარტს კათოლიკურ ეკლესიებში ნაცრისყრის ოთხშაბათი – დიდმარხვის პირველი დღე აღინიშნება.

ამ დღეს მღვდელი მორწმუნეებს თავზე ნაცარს დააყრის, სიტყვებით: „გახსოვდეს, რომ მტვერი ხარ და მტვრად იქცევი".

რიტუალი მრევლს მონანიების აუცილებლობას შეახსენებს.

დიდმარხვის ორმოცდღიანი პერიოდი ლოცვას, მარხვასა და გულმოწყალებას მოიცავს.

კათოლიკე ეკლესიაში, მარხვა მხოლოდ საკვების "არ მიღებას" არ გულისხმობს. მორწმუნე, ქრისტეს აღდგომისათვის, სულიერად უნდა მოემზადოს. შესაძლებელია უარის თქმა: ჩვევაზე, ინტერნეტით სარგებლობაზე ან საყვარელ საკვებზე.

სამცხე-ჯავახეთში მოქმედ კათოლიკურ ეკლესიებში წმინდა წირვა შესრულდება.

დიდმარხვა მოსამზადებელი პერიოდია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისათვის, რომელიც წელს, 21 აპრილს იქნება.
| Print |