რელიგია
"ღმერთმა ინებოს, რომ არ დავკარგოთ მადლი ღვღისა" - ილია II-მ მრევლს მიმართა
ღვთის მადლი არის დიდი ძალა, რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის, ჩვენ ეს მადლი უნდა გვქონდეს გულში, სულში და გონებაში, -ასე მიმართა მრევლის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

"ძალიან ხშირად ტაძარში ლოცვების დროს ისმის სიტყვები - "შეგვეწიენ", "გვაცხოვნენ", "შეგვიწყალენ" და "დაგვლოცენ ღმერთო ჩვენითა მადლითა". მახსენდება სემინარიაში და აკადემიაში სწავლის პერიოდი. ჩვენ რექტორი გვასწავლიდა, რომ როცა ტაძარში ხარ და ამ ლოცვას მოისმენ, აუცილებლად პირჯვარი უნდა დაიწერო, რათა ღვთისაგან გადმოსული მადლი შეგეხოს. ადამიანი ბოლომდე ვერ ახსნის, რა არის ეს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ღვთისაგან გამოსულია. როცა ეკურთხება დიაკონი მღვდელი ან ეპისკოპოსი, იქ ამბობს პატრიაქი: მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალი, ნაკლულებათა აღმავსებელი - ესე იგი ჩვენ იძლურების მკურნალია მადლი ღვთისა და ნათლის აღმავსებელი. ეს არის დიდი ძალა რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის. ჩვენ გულში უნდა გვქონდეს ეს მადლი, სულში უნდა გვქონდეს, გონებაში უნდა გვქონდეს. მე მახსენდება ერთი ებრაელი მოხუცებული კაცი, რომელიც ამბობდა: თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, შენ არაფერი არ დაგიკარგავს, თუ შენ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება ცოცხალი დარჩე, მაგრამ იყო ავადმყოფი, მაგრამ თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა, ყველაფერი დაკარგულია. ღმერთმა დაგვიფაროს და ღმერთმა ინებოს, რომ არ დავკარგოთ მადლი ღვთისა. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით. ვინც მოიპოვებს მადლსა ღვთისასა, ის მოიპოვებს სიყვარულს, ის მოიპოვებს სიხარულს. ასე ერთმანეთზე დამოკიდებულია სულიერი ცხოვრება. დალოცვილი იყავით წყალობამ ღვთისა არ დაგტოვოთ თქვენ და და ქართველო"
, - მიმართა მრევლს პატრიარქმა ილია მეორემ.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.