რელიგია
ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე გეგმავს და ფიქრობს თავისი ცხოვრების მოწყობას, საბოლოოდ მივა გაკოტრებამდე - მეუფე შიო
ადამიანს თუ არ განუცდია, არ უგრძვნია, რომ ის არის უცხოობაში, სულიერად უცხოა ამ წუთისოფელში, ვინც ბოლომდე გრძნობს თავის თავს შინაურად და თავის სახლში ამ წუთისოფელში, ის ვერასდროს გაიგებს, რა არის სინანულის არსი და რა არის ქრისტიანობა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე გეგმავს და ფიქრობს თავისი ცხოვრების მოწყობას, საბოლოოდ მივა გაკოტრებამდე, სიცარიელემდე, დაანგრევს თავის ცხოვრებას“.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირას, რომელსაც ეწოდება უძღები შვილის კვირა, ვინაიდან იკითხება სახარებისეული იგავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი უძღები შვილის შესახებ. ეს იგავი იკითხება იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ვემზადებით დიდი მარხვისთვის. შესაბამისად, ვემზადებით სინანულისთვის, სინანულის ჟამისთვის".

მეუფე შიოს თქმით, სახარების ამ თავში ნათლად არის ახსნილი, რას ნიშნავს ღვთის გარეშე ცხოვრება.

,,ამით რას გვეუბნება ჩვენ სახარება? – ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე გეგმავს და ფიქრობს თავისი ცხოვრების მოწყობას, აუცილებლად, საბოლოოდ, მივა ამ გაკოტრებამდე, სიცარიელემდე, დაანგრევს თავის ცხოვრებას, რისი მომსწრენიც ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, არაერთხელ ვყოფილვართ.

ბოლოს ისე გაუჭირდება მას, ისეთ სავალალო მდგომარეობაში ვარდება, რომ შეეკედლება ერთ იქაურ კაცს, ადგილობრივს, რომელიც მას დააყენებს ღორების მწყემსად და ეს შვილი ნატრობს, ნეტავ, ღორების სალაფავი მაინც მაჭამონო. სახარება დასძენს, რომ მაგრამ ამასაც ვინ აღირსებდაო, რადგან ესეც ფული ღირს და ესეც ასე მუქთად არ ეძლევა.

აი, წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარდება ეს კაცი, რომ „იგი მიდის შორეულ ქვეყანაში“
– აღნიშნა მეუფე შიომ. 
| Print |