რელიგია
ქალაქის თავზე აღმართული ჯვარი აკურთხეს

ქალაქ ახალციხის თავზე აღმართული ჯვარი დღეს, 19 დეკემბერს ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მეუფე თეოდორემ და ხონისა და სამტრედიის მეუფე საბამ აკურთხეს.

ჯვარი ახალციხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინ დაიდგა. ახალციხის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, ჯვრის აღმართვა მოსახლეობის სურვილით მოხდა.
| Print |