რელიგია
მოხეში მართლმადიდებლური ტაძარი და დედათა მონასტერი გაიხსნა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი და დედათა მონასტერი გაიხსნა.
სინოდის წევრებთან ერთად მართლმადიდებლური ტაძარი და დედათა მონასტერი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გახსნა. სადღესასწაულო წირვის შემდეგ მოხეში კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ეპარქიის მრევლი დაესწრო. კონცერტში ,,მეტეხი"–ს, ტრიო ,,ალეგრო"–სა და ,,ერისიონი"–ს ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები მონაწილეობენ.
დედათა მონასტერში თავიდან ორი სასულიერო პირი იმოღვაწევებს. მონაზონი ტატიანა და მორჩილი ლელა მოხის დედათა მონასტერში ვარძიიდან გადმოვიდნენ.

| Print |