სამართალდამცველები, ბარის მესაკუთრეები და ნარკოტიკები
ახალციხის ცენტრალურ პარკში მოქმედი ორი ბარიდან ქალები პოლიციაში 17 მაისს, დღის მეორე ნახევარში გადაიყვანეს და თითქმის ყველა მათგანი
ნარკოტიკების მოხმარებაზე გადაამოწმეს. ორივე ბარი, დღეს, 18 მაისს, მთელი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ცენტრალურ პარკში სხვა ობიექტებზე დასაქმებულები ამბობენ, რომ პოლიციამ სამმართველოში ამ ბარების დროებითი მფლობელებიც წაიყვანა, მას შემდეგ არცერთ მათგანს ბარი აღარ გაუღია.
ორივე ბარის მესაკუთრე ახალციხეში მცხოვრები, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ხელმძღვანელი მარინა მოდებაძეა. მას აღნიშნული ობიექტები წლებია გაქირავებული აქვს. მოდებაძე ამბობს, რომ ბარებში შესვლამდე სამართალდამცავები მას დაუკავშირდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალციხის ცენტრალურ პარკში მდებარე ბარების დროებითი მფლობელები პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში ამხელის და ობიექტებზე შესვლის მიზეზიც იყო. ძიება მომხდარზე სსკ–ს 253–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დაახლოებით 50-მდე ქალი კი 12 მაისს, ნარკოტიკების მოხმარებაზე გადაამოწმეს. ქალების ნაწილი პოლიციის ნარკოლოგიურ განყოფილებაში დილამდე დარჩება, ნაწილმა კი ახალციხის რაიონული სამმართველო ღამე დატოვა.
რა გახდა ამდენი ქალის პოლიციაში გადაყვანის მიზეზი, რამდენი ბარიდან წაიყვანეს ქალები პოლიციაში შესამოწმებლად და მათ შორის რამდენს დაუდასტურდა ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი ამ საკთხზე – შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტზე, სსკ-ის 253-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.