სამართალი
ახალქალაქში გარდაცვლილი ქალი ნახეს
ახალქალაქში, ე.წ. სამხედრო დასახლების მრავალსართულიან კორპუსში, 1979 წელს დაბადებული უზბეკეთის მოქალაქე, ნაქირავებ ბინაში

გარდაცვლილი ნახეს. მეზობლების თქმით, მან ბინა ახალქალაქში ცოტახნის წინ იქირავა: „რამდენიმე დღის გარდაცვლილია, არ ვიცით აქ რას საქმიანობდა. ამ ბინაში სხვადასხვა დროს ბევრი ადამიანი ცხოვრობდა“.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ქალი ინსულტით გარდაიცვალა. მათივე თქმით, ამ ვერსიაზე მუშაობს გამოძიებაც.

თუმცა რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ან როდის არის გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი, ჯერ დაუდგენელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სისხლის სამართლი კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხობს.


 

 

 

 

| Print |