სამართალი
ვალეში, ავტოავარიას, 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
შემთხვევა დაახლოებით 17:30 წთ მოხდა, თვითმხილველების განცხადებით, ბაბუა შვილიშვილს ნაყინს აწვდიდა, რა დროსაც გოგონამ მოულოდნელად

გადაირბინა საავტომობილო გზაზე, მძღოლმა საჭის დამორჩილება ვეღარ მოასწრო და 5 წლის ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა სტალინის ქუჩაზე მოხდა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული კლინიკა ,,უნიმედი სამცხე"–ში გადაიყვანა, თუმცა ექიმების განმარტებით, პაციენტს გული ფაქტიურად გაჩერებული ჰქონდა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს

,,ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე".

ტელეკომპანია ,,მეცხრე არხი" მუშაობს შემთხვევის ადგილზე და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.

| Print |