ნინოწმინდაში სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით მოქალაქე დააკავეს
10:14 / 19.06.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით
დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინა და ორი პირი პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებული, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ 558 მ2 მიწის ნაკვეთს, რომლის ღირებულება 33 862 ლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე, მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია.
მეორე შემთხვევაში ბრალდებული, ასევე ყალბი ნოტარიული მინდობილობის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა ქალაქ თბილისში მდებარე, კერძო პირის საკუთრებაში არსებულ 469 000 ლარის ღირებულების მიწის სამ ნაკვეთს.
ასევე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.