სამართალი
გაზის პისტოლეტი და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები კარწახში
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა კარწახში გაზის პისტოლეტი და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინა.
“16 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში “კარწახი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ბ.ე-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, არადეკლარირებული გაზის პისტოლეტი, ამავე იარაღის 6 ცალი ვაზნა, ასევე ცეცხსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი, 12 ვაზნა აღმოაჩინეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
| Print |