სამართალი
ორფოლოს პოლიგონზე წვრთნების დროს ჯარისკაცი გარდაიცვალა
ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე წვრთნების დროს ჯარისკაცი გარდაიცვალა, როგორც www.tv9news.ge -ს უნიმედი – სამცხეს სამედიცინო მენეჯერმა

განუცხადა, ჯარისკაცს 50 წუთის განმავლობაში რეანიმაცია უტარდებოდა და დაფიქსირდა სიკვდილი.

,,მას გარეგანი დაზიანების ნიშნები არაფერი ჰქონდა. ფაქტობრივად, გარდაცვლილი შემოიყვანეს, მას სასიცოცხლო ნიშნები არ ჰქონდა. ასე უცებ რთულია იმის თქმა, რისგან მოხდა გულის გაჩერება" – აღნიშნავს ვასილ მერაბიშვილი.

სამედიცინო მენეჯერის ინფორმაციით, ჯარისკაცი საავადმყოფოში, დილით 9–დან 10 საათამდე პერიოდში შეიყვანეს.
| Print |