სამართალი
გარდაცვლილ ჯარისკაცს ექსპერტიზა უტარდება
ჯარისკაცი, რომელიც 9 ივლისს, ორფოლოს პოლიგონზე გარდაიცვალა, პროზექტურაშია გადასვენებული.
ამ წუთებში ცხდარს ექსპერტიზა უტარდება.
პირად საუბარში ჯარისკაცები ამბობენ, რომ 31 წლის მამაკაცი სამტრედიელია. ის ორფოლოს პოლიგონზე წვრთნებს გადიოდა, როცა სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. პრესსამსახურში ამბობენ, რომ უწყება მომხდარზე განცხადებას გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო ნაწილის ექიმმა მამაკაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში 08:45 წუთზე შიეყვანა.

კლინიკის ხარისხის მენეჯერი რუსუდან მამუკაშვილი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო – გული ჰქონდა გაჩერებული.



| Print |