სამართალი
ახალციხეში ქალმა სხვისი საბანკო ბარათით ივაჭრა
საბანკო ბარათიდან თანხის ქურდობის ფაქტზე, ახალციხეში 47 წლის ქალი ამხილეს.

დაზარალებულის ახლობელი ყვება, რომ გოგონამ სახელფასო ბარათი დაკარგა. ცოტა ხანში ანგარიშიდან 40 ლარამდე თანხა ჩამოიჭრა. როგორც აღმოჩნდა, ბარათის მპოვნელმა სუპერმარკეტებში შენაძენი გააკეთა და ბარათით გადაიხადა.

დაზარალებულმა სამართალდამცავებს 25 ივლისს მიმართა. ახალციხის რაიონულმა პოლიციამ გამოძიება 25 ივლისს ორი მუხლით დაიწყო – სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ქურდობას გულისხმობს და 284–ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

შსს–ში ამბობენ, რომ საქმეში მხილებულია 1971 წელს დაბადებული ვ.თ. დახარჯული თანხის სიმცირიდან გამომდინარე, პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლომ ქალისთვის განრიდების გადაწყვეტილება მიიღო.
| Print |