სამართალი
ნინოწმინდაში უკანონო სახერხი აღმოაჩინეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლიდნა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ცირკული ტიპის უკანონო სახერხი საამქრო იმ დროს ნახეს, როდესაც მოქალაქე პირველადი გადამუშავების პროდუქტის - ფიცრის გადამუშავებას უკანონოდ ახდენდა.

სახერხი დანადგარი დაილუქა.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შსს ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოში.

| Print |