სამართალი
ავარია ბორჯომში მსხვერპლით დასრულდა
ბორჯომში, ახალდაბა-ხაშურის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 46 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცის ჯერ მსუბუქი ავტომობილი, შემდეგ კი ტრაილერი დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლის ვინაობის დასადგენად ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შსს-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ივლისში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის 1970 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 182 შემთხვევა დაზარალებულის სიკვდილით დასრულდა.
| Print |