სამართალი
ქურდობა ახალციხეში
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ბინა გაქურდეს. შემთხვევა, 7 სექტემბერს, ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, განმარტავენ, რომ 

"მიმდინარეობს აქტიური სამძებრო–საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად. სავარაუდო დამნაშავე გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია",– აცხადებენ უწყებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განმეორებით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე.

| Print |