სამართალი
პატარა პამაჯში ძარცვის მიზნით პენსიონერი ცემეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯში 1932 წელს დაბადებული რ.ბ–ს საცხოვრებელი სახლი გაძარცვეს. სახლის მეპატრონეს კი ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, რ.ბ. სახლში არ იმყოფებოდა, როცა დაბრუნდა, მძარცველები ჯერ კიდევ შინ დახვდნენ, რის გამოც იგი ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ დააბეს.

გამოძიება დაწყებულია 178–ე მუხლის მესამე ნაწილის ა და გე პუნქტებით, რომელიც განმეორებით ჩადენილ ქმედებას გულისხმობს ჯგუფის მიერ. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე.

პენსიონერის ძარცვა 2 სექტემბერს მოხდა.

შსს–ს ცნობით, მიმდინარეობს ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

| Print |