ახალციხეში სახლი გაქურდეს
კიდევ ერთი ქურდობის შემთხვევა ახალციხეში.
9 სექტემბერს, საღამოს, დაახლოებით 19:00 - 20:00 საათისათვის ანთიმოზ ივერიელის ქუჩაზე სახლი გაქურდეს. როცა ოჯახის წევრები შინ არ იმყოფებოდნენ. ქურდები სავარაუდოდ სახლში მაშინ შევიდნენ, როცა ოჯახში არავინ იყო.
შსს-ს ინფორმაციით, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.