სამართალი
ახალციხეში სახლი გაქურდეს
კიდევ ერთი ქურდობის შემთხვევა ახალციხეში.

9 სექტემბერს, საღამოს, დაახლოებით 19:00 - 20:00 საათისათვის ანთიმოზ ივერიელის ქუჩაზე სახლი გაქურდეს.  როცა ოჯახის წევრები შინ არ იმყოფებოდნენ. ქურდები  სავარაუდოდ სახლში მაშინ შევიდნენ, როცა ოჯახში არავინ იყო.

შსს-ს ინფორმაციით, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
| Print |