სამართალი
ახალციხის საკრებულოს, გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა სააპელაციომ დაავალა
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტრილება, რომლის მიხედვითაც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში უნდა დააბრუნოს და განაცდური აუნაზღაუროს.

თეა ბაღდოშვილისა და ეკა ტატალაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს გამოცხადდა. სააპელაციოს საკრებულომ მიმართა და ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

შეგახსენებთ, რომ თეა ბაღდოშვილი და ეკა ტატალაშვილი საკრებულოს აპარატიდან 2017 წლის 1–ელ დეკემბერს გაათავისუფლეს. პოზიცია, რომელიც მათ ეკავათ, სხვა პირებმა დაიკავეს, ყოფილ თანამშრომლების კი თვითმმართველობაში განუცხადეს, რომ მობილობის პროცესი წარმატებით ვერ გაიარეს.

საკრებულოს ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.

მოსარჩელეებმა სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბერს მიმართეს.
| Print |