სამართალი
რას ეძებდნენ სამათალდამცველები მანდარინის ყუთებში?
ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში, სამართალდამცველებმა ტოიოტას მარკის ავტომობილი გაჩხრიკეს.

„მე-9 არხის“ ვიდეოკამერამ, მანქანის საბარგულში მანდარინით დატვირთული ყუთები გადაიღო.

ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. სამართალდამცველებმა მძღოლი - შუა ხნის მამაკაცი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

შსს-ში ამბობენ, რომ სასამართლოს ავტომობილის ჩხრეკის ორდენი არ გაუცია, პროცედურა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა.

კრიმინალურ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უწყებაში მეტ დეტალზე არ საუბრობენ. პრესსამსახურში ამბობენ, რომ მომხდარი პოლიტიკასთან და მიმდინარე მოვლენებთან კავშირში არ არის.

„მე-9 არხის“ ინფორმაციით, საქმე ეხება ნარკოდანაშაულს, რომლის შესახებაც სამართალდამცველებს ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ. აღნიშნულს შსს-ში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. 

| Print |