არასრულწლოვანის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე,
არასრულწლოვანის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო.
ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
გავრცელებულ ფოტომასალებში ასახულია ახალგაზრდა მამაკაცის და სავარაუდოდ არასრულწლოვანის მიმოწერა სოციალურ ქსელში.
ახალგაზრდა მამაკაცს პროფილის ინფორმაციაში სამუშაო ადგილად შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვს მითითებული.
შსს-ს განცხადებით, მსგავსი პერსონალური მონაცემებით, გვარით და სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ ჰყავს და არც ჰყოლია.
სოციალურ ქსელში მიმოწერის ფოტომასალა 4 ნოემბერს გავრცელდა.
ფოტოს გავრცელების შემდეგ, ჯერ მისი ფეისბუქ პროფილის ფოტო შეიცვალა, რამდენიმე წუთში კი პირადი გვერდი სოციალური ქსელიდან სრულად წაიშალა.